საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე ესპანელი რობერტო კარლოს ბაენა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნიკამ პირველი ეტაპი საათსა და 14 წუთში დაძლია.
29 წლის ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე იაპონელი ტარო დანიელსა და იტალიელი ლორენცო სონეგოს მატჩში გამოვლინდება.