სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იქნება თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან - პაატა იმნაძე

23 ივლისი 2021, 15:33 1021 ნახვა

პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო, იქნება თუ პედაგოგები და მშობლები აცრილები იქნებიან.

"ბავშვები საიდანღაც ხომ ინფცირდებიან? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან სადაც დადის, იქ...

ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში არის 12 წლიდან დაშვებული. ჩინეთში უკვე ამბობენ, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. ჩინეთს დღეს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი ჰყავს აცრილი. მილიარდნახევარი აცრაა ჩატარებული. როგორც კი საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, ჩვენთანაც შეიძლება ვიფიქროთ, მანამდე გზა იმისა, რომ ბავშვები არ გახდნენ ავად, არის ის, რომ უფროსები ვიყოთ აცრილები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი