სამწუხაროდ პედიატრიულ საწოლებზე არის პრობლემა - ჯანდაცვის მინისტრი 

23 ივლისი 2021, 14:50 1302 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის კლინიკებში ადგილები ემატება, ამ ეტაპზე პრობლემურია პედიატრიული საწოლები. 

''საწოლფონდი ემატება ყველგან, დღესდღეობით დეფიციტური გვაქს მხოლოდ თბილისი. რეგიონების მაშტაბით 1258  სწოლია თავისუფალი.

სამწუხაროდ პედიატრიულ საწოლებზე ვიცი, რომ არის პრობლემა და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. გუშინაც შევხვდით კლინიკების წარმომადგენლებს. იციან რომ  უნდა მოემზადონ და ყოველდღიურად ხდება დამატება.  ზუსტად ციფრს ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს არის მოლაპარაკების საგანი'' - განაცხადა მინისტრმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი