აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით

23 ივლისი 2021, 14:48 1880 ნახვა

გონიოში 30-მდე ოჯახმა სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.

წმინდა ნინოს პირველი ჩიხის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც „ბათუმის წყალმა“ გონიოსთვის წყლის  ავზის მშენებლობა დაიწყო. უკვე ოთხი წელია უამინდობისა და გვალვის დროს წყალს ყიდულობენ.

დღეს აქციაზე ბათუმის წყლის წარმომადგენლებიც მივიდნენ და პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.

კომპანიის დირექტორის თქმით, დამატებით საპროექტო სამუშაოები ჩატარდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი