სტიქია თურქეთში

22 ივლისი 2021, 19:49 2592 ნახვა

სტიქია თურქეთში. ძლიერი წვიმის შედეგად, რიზესა და ართვინის რაიონებში წყალდიდობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ქალაქ არდაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწები და გზები დაზიანდა. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც გზების ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. რიზეს რაიონში მაშველებმა ცხრა ადამიანი გადაარჩინეს და ორი სოფლის ევაკუაცია განახორციელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში