საქართველო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა

21 ნოემბერი 2016, 00:00 4323 ნახვა

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია. 239 ქულით გამარჯვება მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი სომხეთმა, მესამე კი იტალიამ დაიკავა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. კონკურსში პირველად გამარჯვება საქართველომ 2008 წელს მოიპოვა, მაშინ ქვეყნის სახელით ჯგუფი „ბზიკები" გამოვიდა. მეორედ კი ევროვიზიის გამარჯვებული 2011 წელს ჯგუფი „ქენდი" გახდა. წელს კონკურსს მალტა მასპინძლობდა. დასასრულს გამარჯვებული სიმღერა „მზეო“, სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი