მკვლელობა მარნეულში

21 ივლისი 2021, 11:59 1556 ნახვა

მკვლელობა  მარნეულში.  გავრცელებული ინფორმაციით,  სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა.  დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლს წლების წინ გაშორდა. დამნაშავე სამართალდამცველებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი  ედება ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ამავე საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 2 პირი მოკლა და ორი მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები  ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და  ნიჩბის გამოყენებით  მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში