პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები კოლუმბიაში. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ბოგოტაში პრეზიდენტის წარდგენილი საგადასახადო რეფორმით უკმაყოფილო არიან და ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს აპროტესტებენ.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.