ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ვულოცავ - ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივლისი 2021, 10:05 755 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს.

"85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს!

თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო - სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა.

დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში