192 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და დომინირებს დელტა შტამი. ინფიცირების შემთხვევებმა იმატა დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში. კოვიდმაჩვენებელმა იმატა საბერძნეთშიც, სადაც ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. 1 სექტემბრიდან სავალდებულო გახდება მედპერსონალის აცრა. ერთ კვირიანი ლოკდაუნი ცხადდება ბანგლადეშში.
ირანელების ნაწილი კი თავიანთ ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტის გამო სომხეთში იცრება. რთული ვითარებაა საფრანგეთშიც.