სპექტაკლის პრემიერა

20 ნოემბერი 2016, 00:00 3368 ნახვა

„ცხოვრება გრძელდება“- სპეკტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში მოთხრობილ ამბავს საფუძვლად ჰანას რეალური ისტორია უდევს, ჰანას მამა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, სპეკტაკლი მამის გარეშე, მარტო დარჩენილი 17 წლის გოგონას განცდებსა და ტკივილს ასახავს. ახალგაზრდა გოგონას ისტორია არა საუბრით, არამედ ემოციებით და წერილობითაა გადმოცემული. სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“- ბრიტანელ რეჟისორებს დეივიდ რალფსა და ჰანა მოსის ეკუთვნით. სპექტაკლი ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში დაიდგა. საპრემიერო ჩვენება "ახალ სცენაზე" დღესაც გაიმართება.

ამავე კატეგორიაში