ტურისტული სეზონი მაჭახლის ხეობაში

16 ივლისი 2021, 20:30 1523 ნახვა

მაჭახლის ხეობა, აჭარის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. აქ ტურისტებს შეუძლიათ სოფლებში ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით სეირნობა. ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია. აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახლის ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. აქ დამსვენებლების რაოდენობა ყოველთვის მზარდია, აქტურისტების სიმრავლესთან ერთად მაჭახლის ხეობაში საოჯახო სასტუმროებისა და კვების ახალი ობიექტები ჩნდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში