ზურა მახარაძემ პოლიციის სამმართველო დატოვა. რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ალტ-ინფოს წარმომადგენელთან, დეტალებზე არ საუბრობს. ის რამდენიმე საათი იმყოფებოდა გამოკითხვაზე, მანამდე კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. მან არც ის თქვა, რა ამოიღეს მისი სახლიდან ჩხრეკის დროს.