საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებენ

15 ივლისი 2021, 15:49 1192 ნახვა

ათენში ათასობით  ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა გააპროტესტა.  აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. 12 ივლისს მთავრობამ მედიკოსებისა და მოხუცთა თავშესაფრების მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ხელისუფლებამ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინაციის კამპანიას მხარს უჭერს.  საბერძნეთში მოსახლეობის 41%  სრულად არის აცრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი