საქართველოში ევროკავშირის ელჩი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ტვიტერში ეხმაურება. კარლ ჰარცელი წერს, რომ უკანონო დაკავება დაუშვებელია.
„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.