ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

19 ნოემბერი 2016, 00:00 4614 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს  ნისანისა და მერსედესის მარკის  მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაზარალდა, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათი ახლობლების ინფორმაციით, დაშავაბულების მდგომარეობა სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის. შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად ხდება და შესაბამისი ზომებია მისაღები. რეფერალურ საავადმყოფოში კომენტარი დაშავებულების მდომარეობის შესახებ ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

ამავე კატეგორიაში