მსოფლიოში კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის შემთხვევები მატულობს. აპრილის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში 50 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საბერძნეთში კი რესტორნებსა და კაფე-ბარების შიდა სივრცეებში შესვლისთვის მომხმარებლებს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ.