საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.
შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.