ვითარება ქობულეთში

24 თებერვალი 2025, 17:55 120 ნახვა

ინტენსიურად თოვს ქობულეთშიც. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, ქალაქში კი 70-სმ.
დიდთოვლობამ წააქცია რამდენიმე ხე, პრობლემებია ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მიწოდების მხრივ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2 000 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 200 აბონენტს კი ბუნებრივი აირი არა აქვს.
ასევე სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება დაახლოებით 8-სოფელს. ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბია შექმნილი, სადაც ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით ეტაპობრივად იწმინდება გზები, მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების 17-ერთეული მძიმე ტექნიკა.
ამ ეტაპზე დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდის პროცესი. ცნობილია, რომ 10-მდე ოჯახს თოვლის საფარმა ნაწილობრივ დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში