პროკურატურამ ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა

13 ივლისი 2021, 10:50 742 ნახვა

პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე აპირებს მიმართოს.

 ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი