საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

13 ივლისი 2021, 11:02 1122 ნახვა

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 15 სექტემბრამდე ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ - ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

მოთხოვნა ვრცელდება ექიმებზე, ექთნებზე, საოფისე პერსონალსა და მოხალისეებზე. ამასთან, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად.

დოკუმენტში აღნიშნულია, მფლობელს ვაქცინაცია აქვს ჩატარებული თუ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება ყველას, ვისაც კონტაქტი აქვს მოწყვლად ჯგუფებთან და, შესაბამისად, ვრცელდება ყველაზე, ვინც მუშაობს საავადმყოფოებში, კლინიკებსა და მოხუცთა თავშესაფრებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი