არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული ძალა - ირაკლი ღარიბაშვილი 

12 ივლისი 2021, 11:27 1352 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული თავდასხმების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა.

"გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი.

მე არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი, გამოძიება  რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, მაინცდამიანც ჟურნალისტებზე რატომ გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა და ოპერატორებზე. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა.

ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო და არავის არ დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, გუშინდელ აქციაზე იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები.

'' გზავნილები მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ამას ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, რაც გასაგებია და ნორმალურია, ეს არის მათი ოცნება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი