საოჯახო მედიცინის ცენტრმა დროებით მისამართი შეიცვალა

11 ივლისი 2021, 20:00 2769 ნახვა

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის შენობაში ბარათაშვილის ქუჩაზე რემონტი იწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პროექტი დადებითად შეაფასა. უწყების ინფორმაციით,  ნაგებობაზე ორი სართულის დაშენება, შენობის უკან კი 6 სართულის აშენება იგეგმება.

სარემონტო სამუშაოების დასაწყებად მფლობელი ამჯერად ნებართვისთვის ბათუმის მერიას ელოდება. სამუშაოებთან დაკავშირებით კლინიკა დროებით მოპირდაპირე მხარეს სასტუმროს შენობაში განთავსდა. სამედიცინო დაწესებულება  კლინიკა " მედ-ცენტრმა" შეიძინა, თუმცა ხელმძღვანელობის ინფორმაციით არც სტატუსის და არც მომსახურების კუთხით ცვლილებები არ იგეგმება.

შენობა სადაც საოჯახო მედიცინის ცენტრი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, მაგრამ  ნებართვა მშენებლობაზე მერიამ უნდა გასცეს, თუმცა ჯერჯერობით მერიაში კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი