ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში. დიეგო კოლასი საკუთარი "ტვიტერის" გვერდიდან ოჯახს სამძიმარს უცხადებს და ხაზს უსვამს შეკრებისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობას.
დიეგო კოლასი საკუთარ განცხადებაში გმობს სიძულვილს, დისკრიმინაციასა და ძალადობას.