რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე "ევროპის ერთა თასზე" საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში რუსეთის ნაკრები 6-2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მანამდე რევაზ მინდორაშვილის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე უკრაინას 5-3 სძლია, ხოლო მასპინძელ რუმინეთს მშრალი ანგარიშით 8-0 მოუგო. 19 ნოემბერს ბუქარესტში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები იასპარეზებს.