დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ. შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გადაიხდის პარაკლისს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ეწვია და მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.