სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი მოქალაქეს მიაქირავა, სანაცვლოდაც გამოართვა ათასი ლარი, რა დროსაც ის დააკავეს.