გუშინდელ აქციაზე დაკავებულებს შორის მალხაზ მაჩალიკაშვილიცაა. როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. იურისტის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაკავებული და ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან გაიგო. გუშინ რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 100 მოქალაქე დააკავეს, მათგან გუშინვე 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.