მზად ვართ, 17 მლრდ ევრო მობილიზებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის - ოლივერ ვარჰეი ​

07 ივლისი 2021, 16:35 1214 ნახვა

მზად ვართ, 17 მლრდ ევრო მობილიზებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის​-ამის შესახებ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ ძალიან ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ ევროკავშირში მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მლრდ ევროს ამ რეგიონის, აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. 2.3 მლრდ ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომლებსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან.

ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლოს ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკურად და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს მივეხმაროთ უფრო ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დამყარებაში კოვიდის კრიზისის შემდეგ.

ამაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობდით, წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა პრიორიტეტები გამოგვეკვეთა, მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა, რაც ქვეყანაში არსებობს.

ის ხუთი გარდამტეხი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა საქართველოსთვის, არის ამ თანამშრომლობის შედეგი“, – განაცხადა ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი