”თავისუფლებისთვის” საპროტესტო აქცია და დაძაბული ვითარება პარლამენტთან

07 ივლისი 2021, 12:04 1025 ნახვა

ნაცემი და დაშავებული მედიის წარმომადგენლები,  დაპირისპირებები, ევროკავშირის დამწვარი დროშა და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე - ასე დასრულდა პარლამენტის წინ მდუმარე აქცია "თავისუფლებისთვის".

სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.  ძალადობრივი ჯგუფები მშვიდობიან მოქალაქეებს სხვადასხვა ნივთს ესროდნენ, მათ შორის ქვებსა და  ქვიშით სავსე ბოთლებს. პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს წინ მართავდნენ „მდუმარე აქციას“, ტერიტორია რამდენიმეკაციან ჯგუფებად დატოვეს.

ასევე პოლიცია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებდა  დაეტოვებინათ ტერიტორია, და საბოლოოდ ჟურნალისტები და ოპერატორები მოვლენათა ეპიცენტრიდან გამოიყვანეს.  არადა, "მდუმარე აქცია" მას შემდეგ  დაიგეგმა,  რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა  5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში