მაშველებმა კამჩატკაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრების ამოყვანის პროცესი დაიწყეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სააგენტოების ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია 6 გარდაცვლილის ცხედარი. შეგახსენებთ, რუსეთში, კამჩატკაში ავიაკატასტროფა გუშინ მოხდა.
სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან პალანასკენ მიემართებოდა, 28 ადამიანი - 22 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. კამჩატკის გუბერნატორმა ვლადიმერ სოლოდოვმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.