ძალადობა ვერ იქნება სიკეთის მომტანი, ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ - საპატრიარქო

06 ივლისი 2021, 22:17 781 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

''ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი