ორწლიანი პაუზის შემდეგ ხვალ კანის კინოფესტივალი გაიხსნება

06 ივლისი 2021, 10:59 555 ნახვა

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ კანის კინოფესტივალი  ბრუნდება. მსოფლიო პანდემიის გამო საფრანგეთში წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა განსხვავებულ ფორმატში გაიმართება.  

2021 წლის კანის კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. ჟიურიმ ფესტივალისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული ათობით ფილმი შეარჩია.

კან კლასიკის სექციაში თენგიზ აბულაძის ფილმს უჩვენებენ. პროგრამაში მოხვდნენ როგორც განთქმული, ასევე ნაკლებად ცნობილი რეჟისორები.

ჟიურის რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს. ფესტივალზე ჯამში 61 ფილმის ჩვენება გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი