დაისაჯონ მოძალადეები - სოლიდარობის აქცია ბათუმში 

06 ივლისი 2021, 11:41 1821 ნახვა

დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ჟურნალისტებზე გუშინ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა.

მედიის წარმომადგენლები ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. 

სოლიდარობის აქციის მონაწილეები, მოძალადეების დასჯას მოითხოვენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 5 ივლისს მედიაზე თავდასხმის ფაქტები.

სოლიდარობის აქცია ქუთაისშიც გაიმართა. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.

"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ დევიზით ცენტრალურ მოედანზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

5 ივლისს ჰომოფობური ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე თავს 53 ჟურნალისტს დაესხნენ. დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო 11 პირი დააკავეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი