აჭარელი მოჭიდავეების ოქროს მედლები და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველობა

04 ივლისი 2021, 20:26 1842 ნახვა

დორტმუნდში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წარმატებით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 6 მედალი: 3 ოქროს  2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 154 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ოქროს მედლები 60 კგ-ში ფრიდონ აბულაძემ, 63 კგ-ში დიეგო ჩხიკვაძემ და 72 კგ-ში გიორგი ჩხიკვაძემ მოიპოვეს. ვერცხლის მედლების მფლობელები კი 55 კგ-ში გიორგი თოხაძე და გიორგი შპეტიშვილი გახდნენ.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს კი 67 კგ-ში ლუკა ოჩიგავა დაეუფლა. გერმანიაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში 3 აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობაც.

ორმა მათგანმა ფრიდონ აბულაძემ და დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მეორე და მესამე ადგილებზე გასული რუსეთის და თურქეთის ნაკრებები.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი