იდეების არჩევნების დასკვნითი დღე ქედაში. „მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში, დღეს 8 საათამდე მოქალაქეები, რეგისტრირებულ საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდნენ და მათთვის მისაღებ იდეას მხარი დაუჭირონ. გაიმარჯვებს, ის იდეა რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.
ქედის 64 სოფლიდან ჯამში 232 იდეაა შესული. თუ რომელ სოფელში რომელი პროექტი განხორციელდება ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი. აჭარის მთიანეთში პირველი პრეცედენტია, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით - მოსახლეობა თავად ირჩევს, რა უნდა გაკეთდეს სოფელში. პროგრამისთვის ქედის ბიუჯეტიდან 900 000 ლარია გათვალისწინებული.