კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო, თუმცა პორტალზე "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება. პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალი არ ფიქსირდება.
ჰაკერული დაზიანების შემდეგ ვებგვერდი ჯერჯერობით ტესტურ რეჟიმში მუშაობს. კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს.