აშშ-ში შენობა ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

03 ივლისი 2021, 15:05 1250 ნახვა

რამდენიმე ადამიანი დაშავდა  ვაშინგტონში ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად.  არსებული ინფორმაციით, ნაგებობა მშენებლობის პროცესში იყო.

სამაშველო-სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებში მოყოლილი მუშები, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ამ დროისთვის, შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში