ხვალ სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

02 ივლისი 2021, 10:14 1434 ნახვა

სანაპირო კურორტებზე ხვალ ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ჰაერი +32, +34 გრადუსამდე გათბება.

სითბოს შეგრძნებითი ინდექსი  მაღალი ტენიანობის ფონზე იქნება +39 გრადუსი, ამავდროულად მზის ულტრაიისფერი ინდექსი იქნება მაღალი ნიშნულით 9.

იყავით ფრთხილად, მოერიდეთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას და მძიმედ შესასრულებელ საქმიანობას.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში