აჭარის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და "ხალხის ოპოზიცია" დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი არის მართლაც უპრეცედენტო - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა და ოპონენტების კრიტიკაზე კომენტარი გააკეთა.
"აჭარის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და "ხალხის ოპოზიცია", შეიძლება ითქვას დაიძაბა, ვინაიდან ბიუჯეტი თავისი პარამეტრით არის მართლაც უპრეცედენტო და ისტორიულ მაქსიმუმზე. ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური დისკრედიტაცია მოეხდინათ ბიუჯეტის. ამავდროულად, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს საპრივატიზაციო პროცესის დისკრედიტაციაც. ბუნებრივია, ამ ყველაფერში ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ამავე დროს, ვართ მართლები, ამიტომ არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენონ ბიუჯეტს", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.