"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 11 პირი დააკავა

01 ივლისი 2021, 20:05 988 ნახვა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც  „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს. მათ სხვადასხვა საგნის სროლა მაშინ დაიწყეს, როცა ღონისძიების სტუმრები ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობს. სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რამდენიმე საათია, რაც ვითარება დაიძაბა, სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში