უკრაინა ნატო-ს შავ ზღვაში გააქტიურებისკენ მოუწოდებს

01 ივლისი 2021, 14:02 844 ნახვა

შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

მინისტრი შიშობს, რუსეთი ასევე გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ძალიან  ცოტა და ძალიან გვიან“. სწორედ ამიტომ უკრაინის ხელისუფლება დღის წესრიგში აყენებს შავი ზღვის საკითხს ალიანსის წევრებთან, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებისას - ამბობს კულება და იმედს გამოთქვამს, რომ შავი ზღვა  აზოვის ზღვის ბედს არ გაიზიარებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში