ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარაზე გადაცემას ამზადებს - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, “Travel Show”-ს გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი სამზარეულო მოხვდა.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ “Travel Show”-ს ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა, რომელიც მაყურებელს ახალი ტურისტული მიმართულებებისა და ადგილების აღმოჩენაში ეხმარება.