ჩეხეთის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში, ტუნისსა და რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრება აუკრძალა. მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი ვარიანტების სწრაფი გავრცელებაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ჩეხეთში გასულ კვირებთან შედარებით, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. ქვეყანაში ვირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის 120 შემთხვევაა გამოვლენილი. ე.წ. დელტა შტამის შემთხვევები მატულობს დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს ამკაცრებს მალტა, სადაც შესვლა შეეზღუდებათ ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც სრულად აცრილი არ არიან.
ეპიდვითარება მწვავდება რუსეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით საავადმყოფოებში 151 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. კომენდანტის საათი გაახანგრძლივა ტუნისმა.