ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყება ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის დასასრულიდან შეეძლებათ.
ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარია გამოყოფილი.