გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით (მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი). შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.