ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,საქართველოს მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს პატიობს.
"24 რადიომაუწყებელმა მარეგულირებელს თხოვნით მიმართა და ითხოვეს ტელერადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენს მიერ გაზიარებული იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მათი ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა. 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და აქედან გამომდინარე მათ შემოსავალი შეუწყდათ ან შეუმცირდათ, მთვრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა"-განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ჯამში 24 რადიომაუწყებელს შეეხება, რაც ფაქტიურად მთლიან სპექტრს მოიცავს.