საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს გიორგი შერმადინს თეა წულუკიანმა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვება მიულოცა. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და „ტენერიფე ლენოვოს“ მოთამაშემ საკალათბურთო ლიგის - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა.
ლიგა ენდესას სეზონის MVP-ისთვის დამზადებული თასი 32 წლის მოთამაშეს გადაეცა, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის უდიდესი აღიარებაა. ლიგა ენდესას მესვეურებმა საუკეთესო კალათბურთელის შესარჩევად და გამოსაკითხად 4 სეგმენტი შეარჩიეს – გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები. თითოეული სეგმენტის არჩევანს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა. შერმადინმა ოთხივე სეგმენტის გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო და MVP-ს მფლობელი გახდა.