პანდემიის პირობებში ხელვაჩაურის თემის რამდენიმე სამედიცინო პუნქტს წყლის გარეშე გააქვს თავი. ექიმამდებლ დაწესებულებებში გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, მათი ნაწილი მდებარეობს სხვა დაწესებულებისთვის განკუთვნილ შენობებში ე.წ. სოფლის კლუბებში.
ამას ემატება დაბალი ანაზღაურება და ის რომ დასაქმებულებს კომუნალური ხარჯების გაწევაც, საკუთარი სახსრებით უწევთ. თვითმმართველობაში ამბობენ,რომ პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ, მაგრამ ახლა მხოლოდ ეტაპობრივად მუშაობენ და საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული თარიღი უცნობია.