შალვა ნათელაშვილი ე.წ ოპოზიციის სიას აქვეყნებს

26 ივნისი 2021, 18:35 875 ნახვა

შალვა ნათელაშვილი პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. მისი თქმით, რადგან "ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში არ შევიდა რეჟიმი მის წინააღმდეგ რეპრესიებს აგრძელებს. ნათელაშვილმა, ე.წ. ოპოზიციონერებად მოიხსენია ისინი, ვინც მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მათი სახელები და გვარები გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მომხსენებლის ინფორმაციით, ინიციატივა ითვალისწინებს პარტიების არა დაფინანსების შეწყვეტას, არამედ, დროებით შეჩერებას. კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი